Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა


კიევის ცენტრში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან არიან დაშავებულები. იუწყებიან, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ანტისამთავრობო დემონსტრანტებმა გაარღვიეს უკრაინის პარლამენტის გარშემო მოწყობილი პოლიციის კორდენები. პოლიციის სპეცდანიშნულების ნაწილები დემონსტრანტები წინააღმდეგ ხმოვან ყუმბარებს, ცრემლმდენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებენ, დემონსტრატნები კი პოლიციას ქვებს უშენენ. შეტაკების დროს ორი დემონსტრანტი ქალი დაშავდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების დაშავების შესახებ იტყობინება. დემონსტრანტებმა პოლიციის ორ მანქანას წაუკიდეს ცეცხლი.დღესვე ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე „რეგიონების პარტიის“ მთავრ შტაბში შეიჭრნენ და პარტიის კუთვნილი დოკუმენტაცია დაწვეს.
XS
SM
MD
LG