Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის თაობაზე ვენაში დაიწყო მოლაპარაკებები ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის. ეს არის მორიგი შეხვედრა უმაღლეს დონეზე, მას შემდეგ, რაც გასული წლის 24 ნოემბერს პირველი რაუნდის დროს ირანი დათანხმდა, შეემცირებინა რიგი ბირთვული სამუშაო, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. მაგრამ ორშაბათს, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ იგი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და არ სჯერა, რომ მოლაპარაკება „სიცოცხლისუნარიანი შეთანხმებით“ დასრულდება. ვენაში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ს, ბრიტანეთის, გერმანიის, რუსეთის, საფრანგეთის ოფიციალური პირები მიიღებენ მონაწილეობას. ირანს კი საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი და მისი მოადგილე წარმოადგენენ.
XS
SM
MD
LG