Accessibility links

logo-print

სასამართლო მუშარაფის „ღალატის“ საქმეს განიხილავს


პაკისტანის ყოფილი სამხედრო მმართველი პერვეზ მუშარაფი პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე, რომელიც მის მიმართ ღალატის ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს. მოელიან, რომ საგანგებო ტრიბუნალი მას ბრალს წაუყენებს 2007 წლის ნოემბერში ქვეყანაში კონსტიტუციის მოქმედების შეჩერებისა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებისათვის. დანაშაული სასიკვდილო სასჯელს ითვალისწინებს. მუშარაფი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია ქვეყნის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მიერ, რომელიც მუშარაფმა 1999 წელს დაამხო.
XS
SM
MD
LG