Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თეთრ ოლიმპიადაში“ ქართველი სპორტსმენებიც ჩაებნენ


სოჭში მიმდინარე ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში ჩაერთო საქართველოს სპორტული დელეგაცია. ქართველ სპორტსმენთაგან სტარტზე პირველი გამოვიდა 20 წლის სამთომოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელმაც გიგანტური სლალომის ტრასაზე ორი ცდის ჯამში 90 მონაწილეს შორის 49-ე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი სლოვენიელ ტინა მაზეს ერგო. 21 თებერვალს ნინო წიკლაური სლალომშიც იასპარეზებს. მის გარდა „თეთრ ოლიმპიადაში“ კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი მონაწილეობს: სამთომოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე და ფიგურული მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.
XS
SM
MD
LG