Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისის მაღაროსთვის სტატუსის აღდგენას ითხოვს 74 არასამთავრობო ორგანიზაცია


საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვს 74 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი შეფასებით, საყდრისის მაღარო საერთაშორისო მნიშვნელობის კულუტურული მემკვიდრეობაა. „შესაბამისად, მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს დაუყოვნებლივ, მკვეთრად და საჯაროდ დააფიქსიროს საკუთარი და სამინისტროს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ, გაიზიაროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს სტრატეგიული სექციის რეკომენდაცია, საზოგადოების მაღალი ინტერესი და მოთხოვნა, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო წრეების რჩევა საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის აღდგენის შესახებ და ხელი შეუწყოს საერთაშორისო კვლევის გაგრძელებას“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში. ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, გაითვალისწინონ საყდრისი-ყაჩაღიანის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და მოახდინონ მყისიერი რეაგირება ობიექტის გადასარჩენად. მიმართვას ხელს აწერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის 66 წევრი და 8 არაწევრი არასამთავრობო ორგანიზაცია.
XS
SM
MD
LG