Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლოკონიკოვა აცხადებს, რომ ის ქურდობის ბრალდებით დააკავეს


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ყოფილი წვერები ნადეჟდა ტოლოკონნიკოვა და მარია ალიოხინა სოჭში ქურდობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას ტელეფონით თავად ტოლოკონიკოვამ უამბო, რომელიც ინტერვიუს დროს პოლიციის მანქანაში იმყოფებოდა. ამავე ბრალდებით პოლიციამ კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს 2012 წელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საპატიმროდან ისინი გასული წლის დეკემბერის ბოლოს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდნენ.
XS
SM
MD
LG