Accessibility links

logo-print

ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა კიევში მომხდარ შეტაკებებში


სამშაბათს კიევის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციის ქვედანაყოფებს შორის მომხდარ შეტაკებებში ხუთი აქტივისტი და ორი პოლიციელი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არის საქართველოს ერთი მოქალაქეც 1960 წლის 29 ივლისს დაბადებული ზურაბ ხურცია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულთა რაოდენობა ცხრას აღწევს. ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაგმეს კიევში მომხდარი ძალადობა, ხოლო ევროკავშირის საგარეო უწყების ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოუწოდეს მხარეებს შეწყვიტონ დაპირისპირება და განაახლონ დიალოგი.
XS
SM
MD
LG