Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლოკონიკოვა და ალიოხინა დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ყოფილი წევრები, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა, რომლებიც როგორც ქურდობაში ეჭვმიტანილები დააკავეს სოჭში, უკვე განთავისუფლდნენ. როგორც ნადეჟდა ტოლოკონიკოვამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კერძოდ, ისინი ეჭვმიტანილი იყვნენ სასტუმროში მომხდარ ქურდობაში. სოჭის პოლიციის ცნობით, ორი აქტივისტი ქალი დაკითხეს და გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გამომძიებლები დარწმუნდნენ მათ უდანაშაულობაში. ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს 2012 წელს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. საპატიმროდან ისინი გასული წლის დეკემბერის ბოლოს გაათავისუფლეს საყოველთაო ამნისტიის საფუძველზე.
XS
SM
MD
LG