Accessibility links

logo-print

იმერული ესკიზების ქრონიკებიდან - დატირება ემოციურად


ავტორი: გიორგი ჩიხლაძე

1121 წლის 12 აგვისტოს განსაკუთრებულობა, უმცირესი ქართველების უმრავლესობისათვის ცნობილია.ვიცით, რომ ერთ-ერთი ბედმომღიმარი დღის გათენება საქართველოში, სწორედ ამ თარიღთანაა დაკავშირებული, როდესაც, გმირების თავდადებითა და შორსმჭვრეტელი სტრატეგიებით რუბიკონი გადავლახეთ. მიუხედავად ამისა,უამრავი თარიღია ისეთი,რომელიც საჭიროებს დიდი ინტელექტუალური საფუძვლების ჰქონას და ქრონოლოგიურად, ეპოქაში მიმდინარე მოვლენების ერთმანეთთან რაციონალური გზით დაკავშირებას.
1979 წელი ერთ-ერთი ჭეშმარიტი მაგალითია. მოკლედ თუ გრძლად,ეს ის წელია, როდესაც ნანა მჭედლიძის ფანტაზიის მონაპოვარი,იმერული ესკიზები, საბჭოთა ტელეეკრანებზე საზოგადოებამ იხილა. მრავალსახოვანი ჩანახატები, ესკიზების, ნოველებისა და მინიატურებისაგან შემდგარი ფილმის ცენტრალური გმირი ქალი, აერთიანებს ომის წინა და შემდგომი ქართული სოფლის ყოფას. ფილმში უხვადაა ადამიანური სიკეთის, კომუნიკაბელობის გამოვლინებანი, რომლებიც ასე აკლია თანამედროვე ადამიანს.
ორი კვირა გავიდა,რაც 93 წლის ასაკში, დიდი ბებო, ქეთევანი გარდაიცვალა. საბჭოთა სინამდვილეში დამახინჯებული ქართული დაკრძალვის ფორმალური ელემენტები კარგად მოგეხსენებათ და მე მხოლოდ იმას დავამატებ,რომ ტექნოლოგიის განვითარებისა და ხელმწისაწვდომობის გათვალისწინებით,გვინდოდა ტელეკომპანია ,,რიონის” ეთერის საშუალებით მიგვეწვდინა ხმა იმ ადამიანებისათვის,რომლებიც იცნობდნენ ქალბატონ ქეთევანს. ტელეკომპანია რიონის ადმინისტრაციის ტელეფონის ნომრის გაგებამაც არ დააყოვნა და დიალოგი შედგა. ორწუთიანი საუბარის შემდეგ კმაყოფილი სახით ნათესავმა ტელეფონი გათიშა და აღნიშნა,რომ სერვისისათვის 10 ლარი იყო საჭირო. ამის შემდეგ,გარდაცვლილის უახლოესმა წრემ, დავიწყეთ ფიქრი სხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარების გზებზე,როდესაც ტელეფონზე უცხო ნომერმა დარეკა. ვციტირებ :
,,ისევ მე გაწუხებთ,რიონის ადმინისტრაციიდან,იცით,თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ 10 ლარი და…
- რის სანაცვლოდ?
-იცით რა არის,შეგიძლიათ 10 ლარი დაამატოთ და ,,გამომცხადებელი” უფრო ემოციურად წაიკითხავს ტექსტს.”
ეს ის დროა,როდესაც ხავსმოჭიდებული ჭიანჭველა შემეცოდა.
ფარდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG