Accessibility links

logo-print

ვიქტორ იანუკოვიჩი ვიტალი კლიჩკოს ხვდება


უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენელმა ჰანა ჰერმანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ოპოზიციასთან შემდგომი მოლაპარაკებები მანამდე არ გაიმართება, სანამ არ შეწყდება ძალადობა. ამასობაში უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვიტალი კლიჩკოს წარმომადგენლის თქმით, კლიჩკო ამჟამად ვიქტორ იანუკოვიჩის ოფისშია მასთან მოლაპარაკებების გასამართად. როგორც იტყობინებიან დაიღუპა ხუთი აქტივისტი, მათ შორისაა საქართველოს ერთი მოქალაქე. უკრაინის პოლიციის ცნობით, დემონსტრანტებთან შეტაკებებში ექვსი სპეცრაზმელი დაიღუპა. პოლიციის თანახმად, 39 პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. გარდა ამისა დაშავდა კიდევ ასამდე პოლიციელი.
XS
SM
MD
LG