Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი ვიქტორ იანუკოვიჩს ელაპარაკა


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაპირისპირებულ მხარეებს უკრაინაში მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდა და მოსალოდნელი სანქციების შესახებ გააფრთხილა. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და კიევში მიმდინარე მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა.ჯო ბაიდენმა მოუწოდა ვიქტორ იანუკოვიჩს სამთავრობო ძალები საწყის პოზიციებზე დააბრუნოს და ოპონენტებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყოს. თეთრი სახლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ორივე მხარის მიერ გამოვლენილი ძალადობა დაგმო, თუმცა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაძაბულობის განმუხტვაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას აკისრია.
XS
SM
MD
LG