Accessibility links

logo-print

დასავლეთ უკრაინაში მომიტინგეები სამთავრობო შენობებს იკავებენ


უკრაინის დასავლეთში, ივანო ფრანკოვსკში, ტერნოპოლსა და ლვოვში აქციის მონაწილეებმა კვლავ დაიკავეს საოლქო ადმინისტრაციებისა და სახელმწიფო
დაწესებულებების შენობები. ლვოვში მომიტინგეები შინაგან საქმეთა სამმართველოს და საოლქო პროკურატურის შენობებში შეიჭრნენ. ხელისუფლების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში ლვოვის სამხედრო ნაწილში თავდასხმების შედეგად 30 სამხედრო მოსამსახურე და 2 000-მდე მომიტინგე დაშავდა. დაიწვა ერთი ყაზარმა.ოპოზიციის მომხრეები ცდილობდნენ ასევე ლვოვის ოლქის უშიშროების სამსახურის აღებას. „ინტერფაქსის“ თანახმად, დემონსტრანტთა ხელში აღმოჩნდა ასევე შემოსავლების საოლქო სამსახურის შენობა.
XS
SM
MD
LG