Accessibility links

იანუკოვიჩი ოპოზიციას მიმართავს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით იგი მიმართავს ოპოზიციის ლიდერებს, გაემიჯნონ იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც სამართალდამცავ ორგანოებთან შეტაკებებსა და სისხლისღვრის პროვოცირებას ახდენენ. იანუკოვიჩის თქმით, აუცილებელია საერთო ენის გამონახვა და კომპრომისზე წასვლა. მიმართვაში ნათქვამია, რომ ოპოზიციის ლიდერები ყველა ზღვარს გადავიდნენ, როდესაც ხალხს იარაღის გამოყენებისაკენ მოუწოდეს და ამისთვის პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგონ.
XS
SM
MD
LG