Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილოშ ზემანმა შესაძლოა გადაიფიქროს იანუკოვიჩის ჩეხეთში მიპატიჟება


უკრაინაში დედაქალაქში მიმდინარე ძალადობის გამო ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა შესაძლოა გადაიფიქროს უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მიწვევა. ამის თაობაზე ოთხშაბათს ზემანის პრესმდივანმა ირჟი ოვცაცეკმა განაცხადა და დასძინა, რომ „ჩეხეთის პრეზიდენტი სრულად გმობს ძალადობას და მას დაუშვებლად მიიჩნევს.“ იანუკოვიჩი პრაღაში მიწვეული იყო ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც აპრილში პრაღაში იმართება.
XS
SM
MD
LG