Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პოლიციამ რადიო თავისუფლების ჟურნალისტი დაკითხა


რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამხახურის გამომძიებელი ჟურნალისტი პოლიციაში დაკითხეს სახელმწიფო საიდუმლოს გაჟონვის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ხადიჯა ისმაილოვა აცხადებს, რომ ბაქოს პოლიციის მძიმე დანაშაულთა დეპარტამენტში იგი სამშაბათს მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება კი დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიამ ისმაილოვა დაადანაშაულა სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციების გადაცემისათვის აზერბაიჯანის ოპოზიციისა და აშშ-ის სენატის მაღალი რანგის ისეთი მოხელეებისათვის, ვინც თითქოსდა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობენ. ამ ბრალდებებს აშშ-ის საელჩომ ბაქოში აბსურდული უწოდა. ხადიჯა ისმაილოვა ცნობილია, როგორც მაღალი რანგის მოხელეთა კორუფციული საქმიანობის მამხილებელი ჟურნალისტი. წარსულში იგი არაერთხელ გამხდარა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან შანტაჟისა და მუქარის ობიექტი. 2012 წელს ინტერნეტში გავრცელდა უკანონო გზით გაკეთებული ფარული ჩანაწერები, რომელზეც ხადიჯა ისმაილოვას პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური სცენები იყო აღბეჭდილი.
XS
SM
MD
LG