Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა


უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. „ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო და კატეგორიულად ვგმობ ძალადობას, რომელიც დღეს კიევის ქუჩებში ხდება,“ ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მეგობარ უკრაინაში დატრიალებული ტრაგედია, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, საქართველოს ტრაგედიაცაა. „კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტა დაუშვებელია. ეს პრინციპულად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ასეთ დროს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას, რადგან იგი ვალდებულია, არ დაუშვას სიტუაციის ესკალაცია, არ მიიყვანოს საქმე სისხლისღვრამდე და სამოქალაქო დაპირისპირებამდე,” ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უერთდება
დემოკრატიული სამყაროს მოწოდებას, რომ შეჩერდეს ძალადობა და მხარეებმა დიალოგის მეშვეობით გამონახონ მწვავე კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების გზები. „იმედს არ ვკარგავ, რომ ამ უმძიმეს წუთებში უკრაინაში ხელისუფლებაც და ხალხიც გამოიჩენს სიბრძნეს და არ დაუშვებს მოვლენების კიდევ უფრო ტრაგიკულად განვითარებას," ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG