Accessibility links

logo-print

კიევში ზურაბ ხურციას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია


კიევში საქართველოს მოქალაქის, ზურაბ ხურციას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 18 თებერვალს, გარდაცვალების მომენტისათვის, ზურაბ ხურცია იმყოფებოდა კიევის ცენტრში, მაიდნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დემონსტრანტებისა და სპეცრაზმელთა შეტაკებები მოხდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში საქართველოს საკონსულო სამსახური გარდაცვლილის ძმასთან შეთანხმებით მუშაობს სამშობლოში ზურაბ ხურციას ცხედრის გადასვენებისთვის საჭირო პროცედურების მოსაგვარებლად. „კიევის ცენტრში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება, ამიტომ იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვურჩევთ, მოერიდონ მოვლენების ეპიცენტრს," ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებაში.
XS
SM
MD
LG