Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარიერი - საარჩევნო სისტემის საპირწონე


ლევან ვეფხვაძე, ფიქრია ჩიხრაძე
ლევან ვეფხვაძე, ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენა გაიმართა. ამ პროცედურის მიმართ განსაკუთრებული იყო არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ინტერესი. პარტიები კოდექსის ცვლილებების პროექტის მომზადების პროცესში ინტერფრაქციული ფორმატის ფარგლებში იყვნენ ჩართულნი, თუმცა მათ თავიანთი მოთხოვნათა უმრავლესობის გატანა ვერ შეძლეს. პროექტის საპარლამენტო განხილვა კი საქართველოში ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა. საარჩევნო კოდექსის შესახებ ვენეციის კომისიის წევრებს სხვა არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს „ახალი მემარჯვენეებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ წარმომადგენლებმაც. სადისკუსიო მაგიდის დღევანდელი სტუმრები არიან ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე.
please wait

No media source currently available

0:00 0:13:31 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG