Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი თავს დაესხა პრეზიდენტობის კანდიდატს


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულაზე თავდასხმის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. როგორც აბდულას საპრეზიდენტო კამპანიის წარმომადგენელმა ფაზელურჰამან ორიამ აცნობა რადიო თავისუფლებას, თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა. თუმცა, თალიბანის ცნობით აბდულას ერთი მცველი დაიღუპა და რამდენიმე თანმხლები პირი დაიჭრა. თავდასხმა ოთხშაბათს ქაბულის ერთ-ერთ რაიონში მოხდა, როდესაც აბდულა ნანგარჰარის პროვინციაში გამართული საპრეზიდენტო კაპმანიის დასრულებიდან მოდიოდა. აბდულა აბდულა, ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთ-ერთი ფავორიტია საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ავღანეთში 5 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG