Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაკიმენკო: "ბოროტმოქმედებმა" 1500 ცეცხლსასროლი იარაღი გაიტაცეს


უკრაინის უშიშროების სამსახურმა წამოიწყო ანტიტერორისტული ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ არეულობის შემდეგ, რომლის დროსაც სულ მცირე 26 კაცი, მათ შორის 9 პოლიციელი დაიღუპა. უშიშროების უწყების ხელმძღვანელის ოლექსანდრ იაკიმენკოს თანახმად ბოლო ორი დღის განმავლობაში, „დამნაშავეთა“ ხელთ დაახლოებით 1500 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი და 100 ათასი ტყვია აღმოჩნდა. „რადიკალური და ექსტრემისტული დაჯგუფებები რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ მილიონობით უკრაინელისათვის“,- განაცხადა იაკიმენკომ. განცხადებაში მითითებულია, რომ სპეცოპერაციის თაობაზე ინფორმირებულია ქვეყნის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. ხოლო სპეცოპერაცია ჩატარდება თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთქმედებით. დღესვე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა პავლო ლებედევმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია სადესანტო ბატალიონის კიევში გადასროლის თაობაზე. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 500-კაციანი სადესანტო ბატალიონი დნეპროპეტროვსკიდან კიევში განლაგებული სამხედრო ნაწილებისა და იარაღისა საწყობების დასაცავად გაგზავნეს.
XS
SM
MD
LG