Accessibility links

logo-print

ათეიზმი საქართველოში


ავტორი: თამარ კომახიძე

დიდი ხანია რაც საქართველოში მართლმადიდებლობა ავად თუ კარგად პოპულარული გახდა და ამასთან ერთად მომრავლდნენ ადამიანები რომლებიც ქრისტეს გზას შეგნებულად თუ შეუგნებლად მაინც მიჰყვებიან, ყოველ შემთხვევაში მათ ასე ჰგონიათ. ეკლესიაში სიარული და მოძრვრის ყოლა მეტად მოდური ტენდენციაა და სწორედ ამიტომ რთულია ჩაწვდე ამ ერთმანეთს აყოლილი ხალხის რეალურ მოტივებს, რთულია გაიგო რა სურთ მათ სინამდვილეში, ღმერთთან დაახლოება ისე როგორც ამას ქრისტე გვასწავლის თუ უბრალოდ მის ხარჯზე მიღებული მატერიალური კეთილდღეობა.
თუმცა ახლა არ ვაპირებ იმის მოყოლას თუ რა მარაზმშია გადავარდნილი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, არ ვისაუბრებ იმ ბრმადმორწმუნეობაზე რომელიც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში. არამედ მინდა შევეხო საპირისპირო მხარეს, ანუ ხალხს რომლებიც იმყოფებიან მეორე უკიდურესობაში (ჩვენთან ხომ ყველაფერთან ერთად, რადიკალიზმიც მოდაშია). ანუ მინდა ორიოდ სიტყვა ვთქვა იმ ხალხის შესახებ რომლებიც დღეს თავის თავს ათეისტებს ეძახიან და საკუთარ იდეებს უხვად ავრცელებენ ინტერნეტ სივრცეში.
ვინ არიან დღეს ათესიტები და რას ქადაგებენ ისინი? (თუმცა ქადაგება ხომ ძირითადად მორწმუნე ხალხის საქმეა).
სამწუხაროდ, იშვიათად შევხვდრივარ ათეისტის პოზიციაზე მდგომ ადამიანს რომელიც არ ლანძღავდეს ქრისტიანობასა და მის მორალს, ამის პარარელურად კი არ იცავდეს ადამინთა უფლებებსა და თანასწორობის იდეას, რომელიც არ ვიცი მათთვის რამდენად ცნობილია, მაგრამ სწორედ ქრისტიანობიდან მოდის.
როდესაც ეს ე.წ. ათეისტი ხედავს თუ რა განცხადებებს აკეთებს საპატრიარქო, ხედავს როგორ დაგრიალებენ სასულიერო პირები ძვირფასი მანქანებით, როგორ მარტივად გადასცემენ ხოლმე ანათემას ყველას, ვინც მათ აზრს არ ეთანხმება, ხედავს ფანატიზმს მრევლში და კიდევ ძალიან ბევრ საშინელებას რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, რატომღაც ფიქრობს რომ ეს არის ქრისტიანობა, ამას ქადაგებდა ქრისტე და მხოლოდ იმისთვის ეცვა ჯვარს რომ ორი ათასწლეულის მერე საქართველოს პატრიარქს ყოველ კვირა გერმანიაში ეფრინა ექიმებთან. ერთი და იგივე სისულელეა გჯეროდეს იმის რისი შინაარსიც არ იცი (ამ შემთხვევაში ქრისტიანობის) და აკრიტიკებდე, ლანძღავდე და შეურაცხყოფას აყენებდე იმას ვის შესახებაც არაფერი გაგიგია. ეს ჰგავს მათემატიკის სიძულვის, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ სკოლაში ამ საგანს შეშლილი […] ქალი გასწავლიდა და კარგ ნიშნებს მარტო იმას უწერდა ვინც ბანბანერკას მიუტანდა.
მას ვისაც ჰგონია რომ ქრისტიანობა ეს არის მოოქროვილი ხატები, გვამების ამოთხრა და მისი ფანატიკური თაყვანისცემა, ტაბურეტკებით სირბილი და ხალხის ცემა, ქალის ჩაგვრა და დაკნინება, ქმრის ფეხების დაბან/ჩაბანა და ა.შ. მოკლედ ბევრი რამე რასაც დღეს მართლმადიდებლებისაგან ვხედავთ, ვურჩევდი გაეცნოს ამ რელიგიის რეალურ არსს, დაფიქრდეს და უცილებლად მიხვდება რომ სწორედ ქრისტე ქადაგებდა იმას რისი არ ქონასაც დღეს „ათეისტები“ ქრისტიანობას აბრალებენ.
და ბოლოს მინდა დავამთავრო ქრისტეს სიტყვების ციტირებით, რომელშიც ყველაზე კარგად გადმოსცემს მისი მოძღვრების არსს: ,,’შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.’ ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი.“

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG