Accessibility links

logo-print

სოჭში კაზაკები თავს დაესხნენ „პუსი რაიოტის“ წევრებს


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ ორი ცნობილი წევრი, ყოფილი პატიმრები ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა აცხადებენ, რომ ჯგუფს პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსის გამართვის დროს სოჭში კაზაკები დაესხნენ თავს. იუწყებიან, რომ კაზაკებმა ჯგუფის წევრებს სცემეს და წიწაკის გაზი გამოიყენეს. ერთი დღის წინ ტოლოკონიკოვა და ალიოხინა სოჭში პოლიციამ რამდენიმე საათით დააკავა, თითქოსდა ქურდობის საქმესთან კავშირის გამო.
XS
SM
MD
LG