Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანიებს აფრთხილებს


აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს ავიაკომპანიებს, რომლებიც ამერიკის მიმართულებით ასრულებენ ავიარეისებს. სამინისტროს განცხადებით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები შესაძლოა თვითმფრინავის ბორტზე ფეხსაცმლის საშუალებით აიტანონ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრენების განხორციელებისას უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ტელეკომპანია NBC-ის თანახმად, ეს გაფრთხილება უკავშირდება რამდენიმე ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბოროტმოქმედებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები სამგზავრო ავიალაინერებში შესაძლოა სწორედ ფეხსაცმლის საშუალებით აიტანონ. „ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავიაკომპანიებს ასევე აფრთხილებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ბორტზე ატანილ სითხესა და კოსმეტიკას. მოსალოდნელია, რომ ის მგზავრები, რომლებიც აშშ-ში მიემგზავრებიან შემოწმების განსაკუთრებულ რეჟიმს გაივლიან, ხოლო მათი ფეხსაცმელი დამუშავდება სპეციალური ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც შეუძლია ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა.
XS
SM
MD
LG