Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მუშაობა შეაჩერეს უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა მისიებმა


კიევში არსებული არეულობების გამო უცხო ქვეყნის დიპლომატიურმა მისიებმა მუშაობა შეაჩერეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მუშაობა შეაჩერა დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ჩინეთის საელჩოებმა. "იმ ვითარების გამო, რომელიც უკრაინაში შეიქმნა, დიდი ბრიტანეთის საელჩო დროებით დაიხურა", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ასევე დაკეტილია კანადის საელჩო, რომელსაც თავს რადიკალები დაესხნენ. საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, როდის განაახლებს დიპლომატიური მისია მუშაობას. რაც შეეხება ჩინეთის საელჩოს, რომელიც მოვლენათა ეპიცენტრში, გრუშევსკის ქუჩაზეა განთავსებული, მან "ტექნიკური მიზეზების გამო" საკონსულო განყოფილება დახურა.
XS
SM
MD
LG