Accessibility links

logo-print

უკრაინის სამხედრო ნაწილები შესაძლოა ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩაერთონ


უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები შესაძლოა უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ ოპერაციებში ჩაერთონ. "კორესპონდენტ.ნეტ"-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. "უკრაინის ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს: "ტერორიზმის შესახებ" უკრაინის კანონის მე-5 მუხლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო მმართველობის ორგანოები, შენაერთები და შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილები უზრუნველყოფენ ანტიტერორისტულ ღონისძიებებს", – ნათქვამია განცხადებაში. ამავე განცხადების მიხედვით, სამხედროებს კანონი საშუალებას აძლევს გამოიყენონ იარაღი და სპეცსაშუალებები, დააკავონ და შინაგან საქმეთა ორგანოებში გადაიყვანონ სამართალდამრღვევი პირები, შეუმოწმონ საბუთები მოქალაქეებსა და თანამდებობის პირებს, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში, დააკავონ ვინაობის დადგენამდე.
XS
SM
MD
LG