Accessibility links

logo-print

20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა 20 თებერვალი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. "მასობრივი არეულობების შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო, 20 თებერვალი უკრაინაში გლოვის დღეს გამოცხადდება", - ნათქვამია იანუკოვიჩის ბრძანებაში. კიევში 18 თებერვალს დაწყებულ შეტაკებებს, ოფიციალური ინფორმაციით, 26 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG