Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უკრაინსკაია პრავდა": "ბერკუტი" ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს მომიტინგეებს ესვრის


ევრომაიდანი კვლავ ცეცხლის ალშია გახვეული. გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად ზავისა, მაიდანზე მთელი ღამის განმავლობაში წვავდნენ საგნებს, ისმოდა აფეთქებების, ცეცხლსასროლი იარაღისა და ფოიერვერკების ხმა, ძალოვნები მომიტინგეების მხარეს წყალს ასხამდნენ. ამასთან, "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, გამთენიისას "ბერკუტმა" მომიტინგეების ბარიკადების მხარეს ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ისროლა, რასაც აქტივისტების მხრიდან საპასუხოდ ქვები მოჰყვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბერკუტი" ამ წუთებში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილებს" კონსერვატორიის შენობის მისამართით ისვრის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევრომაიდანზე წუხანდელმა ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა, თუმცა დემონსტრანტებს არ შეუწყვეტიათ საბურავების დაწვა.
XS
SM
MD
LG