Accessibility links

logo-print

პაკისტანში ექსტრემისტების სავარაუდო სამალავზე საჰაერო იერიში განხორციელდა


პაკისტანის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის მღელვარე ჩრდილო-დასავლეთში უპილოტო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ექსტრემისტების სავარაუდო სამალავზე. იუწყებიან, რომ სავარაუდოდ მოკლულია ექსტრემიზმში 15 ეჭვმიტანილი. საჰაერო თავდასხმა განხორციელდა ჩრდილოეთ ვაზირისტანის თემურ რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება და რომელსაც ბევრი ექსტრემისტი აფარებს თავს. საჰაერო თავდასხმების ფონია მთავრობის ჩიხში შესული მცდელობა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს პაკისტანის თალიბანთან. პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი სამხედრო მოქმედებებთან შედარებით სამშვიდობო მოლაპარაკებას ანიჭებს უპირატესობას ჩრდილო-დასავლეთში სისხლისღვრის დასასრულებლად.
XS
SM
MD
LG