Accessibility links

logo-print

უზბეკეთში საქმე აღძრეს პრეზიდენტის ქალიშვილის ახლობლების მიმართ


უზბეკეთში საქმე აღიძრა პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის, გულნარა ქარიმოვას ათი ახლობელი პირის მიმართ. უზბეკეთის გენერალურმა პროკურატურამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსტამ მადუმაროვის - რომელსაც ქარიმოვას მეგობარ მამაკაცად იცნობენ - და მასთან საქმიანი კავშირების მქონე პირების გარშემო დაწყებულია გამოძიება უკანონო ბიზნეს-საქმიანობის, ფულის გათეთრების, გადასახადებისთვის თავის არიდების და დიდი ოდენობით ვალუტის უკანონო ექსპორტის ეჭვის საფუძველზე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტაშკენტში ქარიმოვას ბინა ორშაბათს გაჩხრიკა პოლიციამ და მისი ახლობლები დააკავა. ქარიმოვას სახელი უკავშირდება ფულის გათეთრების შესახებ შვედეთში და შვეიცარიაში მიმდინარე გამოძიებას. უზბეკეთში ეთერიდან მოხსნეს ქარიმოვას რამდენიმე მედია-საშუალება, ხოლო მის მედია-ჰოლდინგის ირგვლივ ქრთამის აღების საფუძველზე გამოძიება დაიწყეს.
XS
SM
MD
LG