Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთმა რუსეთთან ოთხი შეთანხმება გააფორმა, მათ შორის მანასის აეროპორტზე


ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, მან დედაქალაქ ბიშკეკთან ახლოს მდებარე მანასის აეროპორტზე კონტროლი რუსეთს გადააბარა. რუსეთის დელეგაციამ ყირგიზეთის მთავრობასთან ოთხშაბათს გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ აეროპორტის მფლობელობის საკითხს. ამ სამხედრო აეროპორტს ნატოს სამხედროების გადაყვანისთვის და მომარაგების გადაზიდვისთვის იყენებდნენ. ამჟამად ბაზაზე აშშ-ის სამხედრო ძალებია განთავსებული. როგორც ყირგიზეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რაიმბეკ მამუროვმა ხუთშაბათს ბიშკეკში უთხრა ჟურნალისტებს, რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული კომპანია, როსნეფტი, მანასის აეროპორტის მოდერნიზაციაში 1 მილიარდამდე დოლარს ჩადებს, მისი მფლობელობის 51 პროცენტის მოპოვების სანაცვლოდ. ყირგიზეთის პარლამენტმა შარშან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნატოს სატრანზიტო ცენტრი 2014 წლის 11 ივლისამდე უნდა დაიხუროს.
XS
SM
MD
LG