Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა მწვავედ აკრიტიკებს პუტინს უკრაინის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრალი დასდო ადამიანთა ძირითადი თავისუფლებების უპატივცემულობაში როგორც უკრაინაში, ისე სირიაში და კიევში დროებითი მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდა. ეს კრემლის როლის შესახებ ობამას ყველაზე პირდაპირი განცხადებაა ამ ეტაპზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მექსიკაში მიმდინარე სამიტზე თქვა, რომ ეს ქვეყნები „ცივი ომის საჭადრაკო დაფაზე“ არ უნდა იყვნენ აღქმულნი და დასძინა, რომ აშშ „ხალხის მხარეს“ დგას. „ამ ვითარებაში საქმე გვაქვს ერთ ქვეყანასთან, რომელიც აშკარად რუსეთის კლიენტი-სახელმწიფოა და მეორესთან, რომლის მთავრობასაც ამჟამად რუსეთი უმაგრებს ზურგს - ხოლო ხალხებს თავიანთი ქვეყნის მომავლის ცალსახად განსხვავებული წარმოდგენა და ხედვა აქვთ“ - თქვა ობამამ. ბატონ პუტინს [ფუნდამენტური თავისუფლებების] საკითხებიდან ბევრზე განსხვავებული შეხედულება აქვს და არა მგონია ეს ვინმესთვის საიდუმლო იყოსო, განაცხადა ობამამ.
XS
SM
MD
LG