Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტია დატოვა კიევის მერმა


„სისხლისღვრის“ გამო პროტესტის ნიშნად კიევის მერმა, ვლადიმირ მაკეენკომ დატოვა უკრაინის მმართველი, რეგიონების პარტია. მაკეენკომ, რომელიც კიევის მერის მოვალეობას ასრულებს, გავრცელებულ განცხადებაში კიევში მომხდარ მოვლენებს უწოდა „უკრაინელი ხალხის ტრაგედია“. მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს „სისხლისღვრის“ დასასრულებლად. იანუკოვიჩმა მაკეენკო კიევის მერის მოვალეობის შემსრულებლად იანვრის ბოლოს დანიშნა - მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი თანამდებობიდან გაათავისუფლა ანტისამთავრობო დემონსტრანტებისთვის 30 ნოემბერს დამოუკიდებლობის მოედანზე ცეცხლის გახსნის ბრძანების გაცემის ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG