Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიამ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში შეძლებენ მშვიდობიან მოლაპარაკებას


“უკრაინა საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია და ბუნებრივია, რომ მას ძალიან ვგულშემატკივრობთ”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ საბოლოოდ უკრაინის ოპოზიცია და პრეზიდენტი შეძლებენ მშვიდობიან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც უკრაინელ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევნების გზით აირჩიოს ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ხელისუფლება. ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ უკრაინაში შექმნილი სიტუაცია პოლიტიკურად უკვე შეაფასეს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. 19 თებერვალს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებებში გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ძალადობის შეჩერებისა და ოპოზიციასთან დიალოგისკენ მოუწოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი დაუშვებელი და ევროპულ ფასეულობებთან შეუსაბამო უწოდა კრიზისის ძალადობრივი გზით გადაწყვეტას და აღნიშნა, რომ პირველ ყოვლისა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რადგან ის არის ვალდებული არ დაუშვას სისხლისღვრა და სამოქალაქო დაპირისპირება.
XS
SM
MD
LG