Accessibility links

logo-print

მერკელი იანუკოვიჩს მოუწოდებს დაიხმაროს ევროკავშირი


გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სატელეფონო საუბარში მოუწოდა დაიხმაროს ევროკავშირი მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების გამართვის პროცესში. მერკელის პრესმდივნის განცხადებით, „დროის მოგების მცდელობა კონფლიქტს მხოლოდ გააღრმავებს და გაუთვალისწინებელ საფრთხეებს შექმნის“. განცხადების თანახმად, კანცლერმა ყველა მხარეს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და უერთგულონ ოთხშაბათს მიღწეულ ზავს.
XS
SM
MD
LG