Accessibility links

ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს უკრაინაში ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ მიზნობრივი სანქციების დაწესებას პირებისთვის, რომლებიც უკრაინაში სისხლისღვრაზე არიან პასუხისმგებელნი. ამის თაობაზე საუბარია დასკვნის პროექტში, რომელიც ხუთშაბათს ბრიუსელში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე შეიმუშავეს. პროექტი, რომელსაც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გაეცნო, არ აკონკრეტებს ზომები მოიცავს თუ არა როგორც აქტივების გაყინვას, ისე ვიზების აკრძალვას. დაკონკრეტებული არ არის არც სამიზნე პირთა რაოდენობა.
XS
SM
MD
LG