Accessibility links

უკრაინის შსს მინისტრი: პოლიციას საბრძოლო იარაღი დაურიგდა


უკრაინის შსს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ვიტალი ზახარჩენკო
აცხადებს, რომ პოლიციას საბრძოლო იარაღი დაურიგდა, რომელსაც კანონის შესაბამისად გამოიყენებს წესრიგის შესანარჩუნებლად. ზახარჩენკო "ექსტრემისტებს" იარაღის დაყრისკენ, ოპოზიციის ლიდერებს კი რადიკალური ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს. კიევში, ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების წევრებს შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში მომხდარ შეტაკებებს 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა უმრავლესობა, როგორც იუწყებიან, ტყვიამ იმსხვერპლა. შსს-ს განცხადებით, "ექსტრემისტებმა" 67 პოლიციელი დააკავეს და მძევლებად ჰყავთ აყვანილი. განცხადების თანახმად, პოლიციას მძევლების გათავისუფლების მიზნით იარაღის გამოყენების უფლება აქვს.
XS
SM
MD
LG