Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უკრაინაში შუამავალს გზავნის


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კიევში მიავლენს ვლადიმირ ლუკინს, რათა მან შუამავლის როლი შეასრულოს უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის. კრემლმა ამის შესახებ განცხადება ხუთშაბათს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გავრცელებული ცნობებით, რუსეთს შუამავლის გაგზავნის თაობაზე იანუკოვიჩმა მიმართა თხოვნით. სამშაბათის შემდეგ უკრაინაში 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და პოლიციის სპეცდანიშნულების ძალებს შორის.
XS
SM
MD
LG