Accessibility links

logo-print

ოჯახური ძალადობა


ავტორი: ნათია წოწკოლაური

ოჯახი, წმინდა კერა, ადგილი , სადაც ყოველთვის თბილად გვიღებენ , სადაც შენს პრობლემებს გულწრფელად იზიარებენ. ესაა ადგილი რასაც ჩვენ კერას ვარქმევთ , ხოლო ადამიანებს რომლებიც ამ კერაში ცხოვრობენ შინაურებს. ეს მცირე სოციალური ჯგუფები ქმნიარ ერებს, მაგრამ სრულყოფილება იმ სამყაროს თვისება არაა , სადაც ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებით საქართველოს პირობებში, ოჯახსაც აქვს თავისი მინუსები, და ეს მინუსები ხანდახან უფრო გრძელ და საშიშ მინუსებს შობს , როგორიცაა ძალადობა, მაგრამ ითვლება კი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრა საქართველოში ძალადობად და ეძებს თუ არა ვინმე ოჯახური ძალადობის წარმომქმნელ კერებს?
ქართველი ხალხისთვის ყველაზე სათუთი და „დედის კალთას გამოკერებული“ სწორედ ოჯახური ძალადობაა, ამ თემაზე ,დიდი ხნის განმავლოში, ხმამაღლა არ ლაპარაკობდნენ, მაგრამ ის დღის წესრიგში დადგა .იქ სადაც ოჯახი ქართულია, ყველაფერს შეხვდები , მათ შორის ასეთ ალოგიკურ ვითარებასაც :
-ოჯახიი, ყველაფრის ფასად, იცავს თავის „სიწმინდეს“ და „სახელს“ ლაფში ამოსვრიგან.
-ვისგან იცავს ? - საზოგადოებისგან!
-რატომ?- იმიტომ რომ მათი ავტორიტეტი არ დაეცეს.
ახლა ვიკითხოთ რა პრინციპებზეა აგებული ქართული ოჯახი?! , პასუხი ასეთია:
-ოჯახურ პრინციპს ქმნის ის ადათი, რომლითაც გვზრდიან . ის რელიგია , რომელსაც ქადაგებენ და ის მორალი , რომელსაც გვიკითხავენ.
ანუ გამოდის რომ საზოგადოება გიქმნის იმ წესებს , რომლის მიხედვითაც უნდა აცხოვრო ოჯახი , აღზარდო შვილები.ამ საზოგადოების თვალში უნდა დაიცვა ოჯახის ავტორიტეტი , რომ შემდეგ ამ საზოგადოებამ არ გაგკიცხოს თავის ნაკარნახევი წესების გამო?! თუმცა ეს ინტიმი საზოგადოების ადათ-წესების, რელიგის, მორალის მიხედვით ყალიბდება . ხანდახან ეს თბილი კერა ძალადობის ადგილი ხდება, სადაც ძალადობენ ცოლზე , ბავშვებზე, მოხუცებზე და ზოგჯერ ქმრებზეც კი , თუმცა ეს უკანასკნელი ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდება , ფიზიკურად კი ყველაზე ხშირია ცოლთან და ბავშვებთან ძალადობა. ეს არის შედეგი, მაგრამ რა ხდება ძალადობის მიზეზიი,? რატომ ვერ იღებს ხმას მსხვერპლი და არის თუ არა საქართველოში ამ პრობლემის მოგვარებისთვის გარკვეული ბერკეტები?
ძალადობა უფრო მეტად არის გავრცელებული ისეთ კულტურაში, სადაც დომინანტია ერთი სქესი , ასევე იქ სადაც დასჯა აღზრდის მეთოდად ითვლება . საქართველოში, სულ რამდენიმე წელია რაც ბავშვის , როგორც მოსწავლის უფლებები დაცულია, მოსწავლეზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მასწავლებელი აუცილებლად აგებს პასუხს, არის შემთხვევა როდესაც სკოლიდანაც გაუშვიათ მოსწავლეთა უფლებების დარღვევისთვის. როგორც ჩანს ტენდენცია შეიცვალა , ახლა სხვა მეთოდებია იმისთვის , რომ ბავშვმა ისწავლოს , უფრო ლოიალურნი და ჰუმანურნი გახდნენ ის მკაცრი მასწავლებლები, რომლებიც ხელებზე სახაზავს ატეხდნენ ბავშვებეს.მათი როგორც მოსწავლის უფლებები დაცულია, მაგრამ რაც შეეხება ოჯახს, ბავშვთან ძალადობის მხრივ , აქ თითქმის არაფერი შეცვლილა. ძალადობის მიზეზი აქ ხშირად ბავშვის უდისციპლინობა , დაუმორჩილებლობა ხდება , თუმცა ხშირად მშობელი თავისი არასრულფასოვნების გამო , იმის გამო რომ ბავშვობაში მასზე ძალადობდნენ , შემდეგ თვითონ ხდება მოძალადე .მშობლების კონფლიქტი, აურზაური ოჯახში, და მოკლედ რომ ვთქვათ მტრული გარემო, ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს , ამ შემთხვევაში ისინი მაიც მსხვერპლნი არიან .ასევე გვხდება იერარქიული ძალადობაც, ძლიერიდან ყველაზე სუსტზე, ანუ ქმარი ძალადობს ცოლზე, ცოლი თავისმხრივ ირჩევს თავისზე სუსტს |(|შვილს) და მასზე გამოხატავს იმ უარყოფით დამოკიდებულებას , რომელიც მჩაგვრელის (ქმრის) მიმართ ვერ გამოხატა. ასეთ ოჯახში ადაპტირებული ბავშვი ყალიბდება აგრესორად , კონფლიქტურ და უარყოფით ადამიანად, ამ თვისებების ადამიანს ნაკლები შანსი აქვს გარემოსთან შეგუების ბავშვი ხომ ოჯახის სარკეა , რაც არ უნდა ჭუჭყიანი იყოს ის, მაგრამ საქართველოში რომელ ჭუჭყზეა საუბარი ,როცა დასჯა „აღზრდის“ მეთოდად ითვლება?!. ქართველი მშობლების უმეტესობა კი ამ მეთოდზე უბრალოდ „გიჟდება“ ჯერ იმიტომ რომ რელაქსაციისთვის მისწრებაა და არც ფულს იხდი ამგვარ განტვირთვაში , მეორე იმიტომ რომ ნერვებს საოცრად აწყნარებს და მესამე და მთავარი იმისთვის რომ ღირსეული , ნამდვილი , ქართველის აღზრდაში გიწყობს ხელს , აი სტანდარტი , რომელსაც უამრავი უფულო და შეუმდგარი ადამიანი მისდევს, თანაც ზოგი ისეთიც , რომელსაც ევროპულ ოჯახზე აქვს პრეტენზია და აზრადაც არ მოსდით , რომ ევროპულობა მხოლოდ ქორწილამდე სექსს არ გულისხმობს.!!!!!!!
რა გარემოებები წარმოშობს ოჯახში ძალადობას? ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ოჯახში კონფლიქტის მიზეზი ხდება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ძალადობის ძირითადი მიზეზი სწორედ უმუშევრობაა. „ოჯახში შემომტანის“ სტატუს დაკარგული ქმარი, ცოლის შრომის ფასად გადაგორებული შიმშილი, წამოყვედრებული ლუკმები და ა.შ. ქმარს უვითარებს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ამ დროს, ის ან იწყებს ცოლზე ძალადობას ან ცოლი ხდება დომინანტი და ქმარზე ძალადობს . თავს იჩენს მეორე პრობლემა , გენდერული ძალადობა, კაცი , რომელიც ვერ ასრულებს ოჯახის მარჩენალის ფუნქციას კარგავს ძალაუფლებას და ქალი ხდება ფემინისტური იდეის მატარებელი, რადგან ის მუდამ ახსენებს , რომ „ახლა ოჯახი თავის კისერზეა“, რომ“ კაცია და სამუშაო უნდა იშოვოს“. ესაა ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები, რომლის დროსაც , ხშირად, მსხვერპლი ვერ აცნობიერებს, რომ ის ფსიქოლოგიური ძალადობის ობიექტია.
პრობლემა საკმაოდ მწვავეა, ის თავის თავში მოიცავს ისეთ პრობლემეს , როგორიცაა გენდერული თანასწორობა, ადამიანთა უფლებები .ეს თემა დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იდგა, სახელმწიფო ფიქრობდა რომ არ უნდა ჩარეულიყო ოჯახურ დავაში, თუმცა ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირება საჭიროებდა , ტაბუირებული თემების გასაჯაროებას უფრო მეტი ყურადღების მიქცევას. სწორედ ამიტომ, 2006 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის , ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. შეიქმნა რამდენმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ოჯახური ძალადობის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს, შეიქმნა ცხელი ხაზი, საკონსულტაციო ცენტრი, რეაბილიტაციის ცენტრი, სახელმწიფო თავშესაფარი.
ერთი შეხედვით ქვეყანა აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს, მაგრამ რეალურად რამდენად ხარისხიანი და ეფექტურია ამგვარი ბერკეტები? და მეორე, დგას თუ არა ხალხის ცნობიერება , განათლება და ნდობა ისეთ საფეხურზე რომ მსხვერპლმა გადადგას ნაბიჯი და საზოგადოებას სთხოვოს დახმარება ? როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირებულობა? ამაზე მარტივი არაფერია იმ დროს როდესაც არსებობს ინფორმაციის მიღების ისეთი მარტივი საშუალებები როგორიცაა ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, რადიო .შუამავალი ბევრია საზოგადოებას და ინფორმაციას შორის , მაგრამ საქმე იმაში კი არაა რამდენია შუამავალი , არამედ იმაში ერთიც რომ იყოს რამდენად ახდენს ყველა საჭირო ინფორმაციის გასაჯაროებას?! თუ ახდენს რამდენად ობიექტურად?! პრობლემა ესეც არის , გამომდინარე იქიდან რომ ქართული მედია რობოტის როლშია და მხოლოდ იმას ამბობს რაც ფურცელზე უწერია, ცნობიერების ამაღლება კი არა დაქვეითება ხდება. სწორედ მედია ქმნის საზოგადოებრივ აზროვნებას , მას აქვს ის ძალა რის წყალობითაც მართავს ხალხს , ეს ძალა საქართველოში ფუნქციადაკარგულია იმ გაგებით, რომ ის არ ასრულებს თავის პირვანდელ ფუნქციას. პირველ რიგში მან უნდა მოიპოვის თავისუფლება , დამოუკიდებლობა და მისი გამოყენებით მოხდეს ამ თემის განვრცობა, თემის გადაბარება ისეთი ჟურნალისტების და სპეციალისტების ხელში უნდა მოხდეს , რომლებიც მოახერხებენ ხარისხიანად და ეფექტურად მის დამუშავებას. თუმცაღა ეს არ ნიშნავს რომ პრობლემის ძირითადი მაკონტროლები მედიაა, ის ერთ-ერთია , მაგრამ არა ერთადერთი , ყველა ის სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც პრეტენზია აქვს თუნდაც უფლებების დაცვაზე, არა კანონიერად , არამედ მორალურადაც კი, ხმა უნდა ამოიღოს სხვანაირად , რეალური და შედეგის მომცემი მუშაობით, ასევე ისიც უნდა გაცნობიერდეს , რომ მთავარი პრობლემა თვითონ მოძალადე კი არა ის გარემოებებია რის შედეგადაც ვიღებთ ამ დამახინჯებულ ფსიქიკის ადამიანებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG