Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სანქციებს უწესებს უკრაინაში ძალადობისთვის პასუხისმგებელ პირებს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, სანქციები დაუწესონ უკრაინის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამ კვირაში ძალადობისა და ძალის გადაჭარბებული გამოყენებისთვის, რასაც ადამიანების სიკვდილი მოჰყვა. ზომები დამტკიცდა ბრიუსელში ხუთშაბათს, საგანგებო სხდომაზე. სანქციები გულისხმობს ვიზებზე უარის თქმას და აქტივების გაყინვას, ასევე უკრაინისთვის დემონსტრაციების ჩახშობისთვის საჭირო იმ აღჭურვილების მიწოდების აკრძალვას, რომლებიც რეპრესიისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. დოკუმენტში არაა მოყვანილი შესაბამისი პირების გვარები. აშშ-მა განაცხადა ოთხშაბათს, რომ დაუწესა სანქციები უკრაინის 20 ოფიციალურ პირს, რომლებიც ძალადობისთვის არიან პასუხისმგებელი.
XS
SM
MD
LG