Accessibility links

logo-print

ელენე გედევანიშვილი მე-19 ადგილზეა


სოჭში მიმდინარე ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის ელენე გედევანიშვილმა, მოკლე და ნებისმიერი პროგრამების ჯამში მე-19 ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა რუსეთის წარმომადგენელმა ადელინა სოტნიკოვამ. პარასკევს, 21 თებერვალს, სპეციალურ სლალომში ასპარეზობის სტარტზე გამოვა ნინო წიკლაური. 20 წლის სამთომოთხილამურის ამ გამოსვლით დასრულდება სოჭის თამაშებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG