Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები განაგრძობენ იანუკოვიჩთან შეხვედრას


ევროკავშირის სამი ქვეყნის, გერმანიის, პოლონეთის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები განაგრძობენ მოლაპარაკებას კიევში ამ ქვეყნის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან უკრაინის კრიზისის გარშემო. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა მოლაპარაკებას „ძალიან რთული“ უწოდა. ის თავის ორ კოლეგასთან ერთად ხუთშაბათს ჩავიდა კიევში ოპოზიციასა და მთავრობასთან მოსალაპარაკებლად. ოპოზიციის ლიდერებთან საუბრის შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ წინსვლა იქნა მიღწეული კრიზისის გამარტივებისთვის შეთავაზებული გზამკვლევის თაობაზე, რაც დიპლომატების თანახმად, შეიცავს გარდამავალი მთავრობის შექმნის პუნქტსაც. მინისტრები კიევში დარჩებიან პარასკევსაც. ისინი უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ, როცა ძალადობამ იფეთქა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ათეულობით ადამიანი დაიხოცა.
XS
SM
MD
LG