Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დასრულდა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი


კიევში დასრულდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით წარმოებული მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. შეხვედრაში, რომელიც 9 საათს გაგრძელდა, მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი, ვიტალი კლიჩკო და ოლეგ ტიაგნიბოკი. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი. მოგვიანებით მათ შეუერთდა რუსეთის ადამიანის უფლებების დაცვის საქმეებში რწმუნებული ვლადიმირ ლუკინი. შეხვედრის ოფიციალური შედეგები მედიისათვის უცნობია. საინფორმაციო სააგენტო „რეიტერსის“ თანახმად, მოლაპარაკებები „ძალიან რთულად“ მიმდინარეობს. დღეს ევროკავშირის წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას კიდევ ერთხელ გეგმავენ.
XS
SM
MD
LG