Accessibility links

დღეს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგება


დღეს დეპუტატების წინაშე პირველი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დავით პატარაიას თანახმად, გიორგი მარგველაშვილი ყველა მიმდინარე აქტუალურ საკითხს შეეხება და ისაუბრებს ასევე ქვეყნის განვითარების, საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ. პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 საათზე დაიწყება. მისი გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართება.
XS
SM
MD
LG