Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო პუტინის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს განაჩენს გამოუტანს


მოსკოვის სასამართლო პარასკევს აპირებს განაჩენის გამოტანას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე 8 პირის მიმართ. მათ 2012 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებაში ედებათ ბრალი. კრემლის ოპონენტები ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ პოლიციას, რომელმაც ბოლოტნაიას მოედანზე საპროტესტო აქციის დარბევა განახორციელა. 8 განსასჯელს, რომელთა შორის ერთი ქალიცაა, ბრალი ედებათ არეულობის ორგანიზებაში. დანაშაული რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, პროკურორებმა 5 და 6 წლით პატიმრობა მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG