Accessibility links

logo-print

მარგველაშვილმა პარლამენტს ცენტრალურ აფრიკაში ასეულის გაგზავნის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, რათა დაუჭიროს მხარი ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციის ფარგლებში ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში ქართული ქვედანაყოფის გაგზავნის გეგმას. „ამ მისიებში მონაწილეობა ზრდის როგორც გლობალურ უსაფრთოხებას, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, განაცხადა ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ამ მოწოდების პასუხად საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გამოაცხადა შესვენება და დანიშნა განხილვა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში. კონსტიტუციის თანახმად, საზღვარგარეთ სამხედრო დანაყოფის გაგზავნას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება სჭირდება.
XS
SM
MD
LG