Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „ბოლოტნაიას საქმეზე“ განაჩენი გამოაცხადა


მოსკოვის სასამართლოს მოსამართლე ნატალია ნიკიშინამ პოლიციისადმი წინააღმდეგობისა და ძალადობისათვის დამნაშავედ ცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილე 8 პირს. 8 განსასჯელს, რომელთა შორის ერთი ქალიცაა, ბრალი ედებათ არეულობის ორგანიზებაში. დანაშაული რვა წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, პროკურორებმა 5 და 6 წლით პატიმრობა მოითხოვეს. მათ 2012 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის დროს პოლიციასთან შეტაკებაში ედებათ ბრალი. კრემლის ოპონენტები ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ პოლიციას, რომელმაც ბოლოტნაიას მოედანზე დემონსტრანტების დარბევა განახორციელა. სასამართლოს წი შეკრებილი იყო რამდენიმე ასეული დემონსტრანტი, რომლებიც საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
XS
SM
MD
LG