Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცენტრალურ აფრიკაში ასეულის გაგზავნას


საქართველოს პარლამენტმა 106 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში გაგზავნას. ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისაკენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა. „ამ მისიებში მონაწილეობა ზრდის როგორც გლობალურ უსაფრთოხებას, ასევე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა და მოუწოდა პარლამენტს, მხარი დაუჭიროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. პრეზიდენტის ამ მოწოდების პასუხად საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა გამოაცხადა შესვენება და დანიშნა განხილვა თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტში, რასაც მოგვიანებით კენჭისყრაც მოჰყვა. კონსტიტუციის თანახმად, საზღვარგარეთ სამხედრო დანაყოფის გაგზავნას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება სჭირდება. აჟამად საქართველოს 1650 კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედ საერთაშორიოს უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG