Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის პარლამენტი არ აპირებს საგანგებო სხდომას


უკრაინის ყირიმის პარლამენტი აცხადებს, რომ არ აპირებს საგანგებო სხდომის ჩატარებას, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივ კანონმდებლებს შესაძლოა უკრაინაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისსა და ნახევარკუნძულის უკრაინისაგან შესაძლო გამოყოფაზე ემსჯელათ. მანამდე ყირიმის ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა ანატოლი მოგილიევმა სასტიკად გააკრიტიკა პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი, რომლის ვარაუდით სისხლიანი ანტისამთავობო დემონსტრაციების შედეგად „უკრაინის დაშლის“ შემთხვევაში ყირიმის უკრაინისაგან გამოყოფას გამოაცხადებდა.
XS
SM
MD
LG