Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დამნაშავედ სცნეს „ბოლოტნაიას“ საქმის რვა განსასჯელი


მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ბოლოტნაიას“ საქმეში არეულობის მოწყობასა და პოლიციაზე იერიშის მიტანაში დამნაშავედ სცნო რვა განსასჯელი. მოსამართლე ნატალია ნიკიშინა ორშაბათს გააგრძელებს სასამართლოს განაჩენის წაკითხვას და ცნობილი გახდება რა მიესაჯათ განსასჯელებს. პროკურატურა ხუთიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითხოვდა. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ პარასკევს გამოტანილ ვერდიქტს უწოდებს „შემზარავ უსამართლობას“ და განსასჯელების დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს. რვა განსასჯელი 2012 წლის 6 მაისს დააპატიმრეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო აქციაზე, მოსკოვის ბოლოტნაიას მოედანზე. კრემლის კრიტიკოსებმა პოლიციას დასდეს ბრალი აქციაზე ძალადობის პროვოცირებაში. პარასკევს პოლიციამ ვერდიქტის გამოცხადებამდე დააკავა განსასჯელთა 200-მდე მხარდამჭერი, რომლებიც სასამართლოს შენობის წინ იყვნენ შეკრებილნი.
XS
SM
MD
LG