Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ თეთრ სახლში მიიღო დალაი ლამა


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ თეთრ სახლში უმასპინძლა დევნილობაში მცხოვრებ ტიბეტის სულიერ ლიდერს, დალაი ლამას. შეხვედრის ფონია ჩინეთის მხრიდან გაფრთხილება, რომ ამ ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთის კავშირებისთვის „მნიშვნელოვანი ზიანის“ მიყენება შეუძლია. პეკინი დალაი ლამას ტიბეტში სეპარატიზმის გაღვივებაში სდებს ბრალს. ობამასა და დალაი ლამას შორის შეხვედრა დახურული იყო და ის არ გამართულა ოვალურ ოფისში, სადაც პრეზიდენტი ტრადიციულად მასპინძლობს აშშ-ში ჩასულ ლიდერებს. ეს მესამე შეხვედრა იყო ობამასა და 78 წლის სულიერ ლიდერს შორის. შეხვედრამდე ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, კეიტლინ ჰეიდენმა გააკეთა განცხადება, რომ აშშ „შეშფოთებულია ჩინეთის ტიბეტურ რეგიონებში დაძაბულობით და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული ვითარების გამო“.
XS
SM
MD
LG